17.დეკემბერი .2020 12:40

2021 წელს ნავთობის ფასი 44 დოლარამდე გაიზრდება - მსოფლიო ბანკი

2021 წელს ნავთობის ფასი 44 დოლარამდე გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
views 670
უკან

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ  2021 წელს ნავთობის ფასი ბარელზე 44 დოლარამდე გაიზრდება. 2022 წელს კი ზრდა გაცილებით მეტი იქნება და ბარელზე ფასი 50 დოლარს მიაღწევს.

"2021 წელს ნავთობის ფასი გაიზრდება 44 დოლარამდე/ბარელზე და 2022 წელს - 50 დოლარამდე ბარელზე 2020 წლის საპროგნოზო ფასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 41 დოლარს/ბარელზე", - ნათქვამია მსოლფიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ბანკის ექსპერტთა აზრით, ფასის პროგნოზისათვის ძირითად რისკებს წარმოადგენს მომავალში პანდემიის ხანგრძლივობა და სიმძიმის დონე, მათ შორის, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავებისა და გავრცელების ტემპები.

"ავადმყოფობის დონის შემდგომი ზრდა, რომელიც გამოიწვევს თვითიზოლაციისა და მოძრაობის შეზღუდვის უფრო მკაცრი რეჟიმის შემოღებას, ნავთობზე მოთხოვნილებას უფრო მეტად შეეხება, ვიდრე სხვა სახის ნედლეულზე. ამასთან, თუ ვაქცინის გავრცელება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ივარაუდება, 2021 წელს ნავთობის მოხმარების ზრდა უფრო მნიშვნელოვანი იქნება", - განმარტავენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

მსოფლიო ბანკი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანდემია ნებისმიერ შემთხვევაში ხანგრძლივ ზემოქმედებას მოახდენს ნავთობის გლობალურ მოხმარებაზე, რომელიც სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსათვის 5%-ით ნაკლები იქნება იმ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ფიქსირდებოდა COVID-19-ის გავრცელების დაწყებამდე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა