მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს "ნეტო-აღრიცხვაში" ჩართული ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 4.6-ჯერ გაიზარდა

61dc3b88c659a
დავით ჯალაღონია
11.01.22 09:00
692
2021 წელს "ნეტო აღრიცხვის" სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ 17 710.235 კვტ-ს (კილოვატი) მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 4.6-ჯერ აღემატება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მონაცემებით, გასული წლის მდგომარეობით, "ნეტო აღრიცხვის" პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული, 2020 წელს კი - 243 იყო.

სემეკ-ის ცნობით, 131 აბონენტი "თელასის" რეგულირების არეალში მუშაობს, 237 კი - "ენერგო-პრო ჯორჯიას".

როგორც BMG-ს კომისიაში განუმარტეს, "ნეტო-აღრიცხვის" სისტემის მონაწილეთა რაოდენობისა და შესაბამისად, მათი ჯამური სიმძლავრის ზრდა კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სიმძლავრის ზღვარი 100-დან 500 კილოვატამდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოხსნილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფიზიკური განთავსების ვალდებულება ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას.