მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველო რუსეთის ღვინის მიმწოდებელთა ხუთეულში მოხვდა - RBC

62627abb45f19
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.22 15:02
899
იტალიური დარგობრივი ასოციაცია Unione Italiana Vini პროექტ Wini in Numbers ფარგლებში მსოფლიოში ტრადიციული და ცქრიალა ღვინის იმპორტის 2021 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ეს მონაცემები ქმნის წარმოდგენას, როგორაა მოწყობილი ღვინის იმპორტი რუსეთში. ინფორმაციას RBC ავრცელებს.

Unione Italiana Vini-ს დათვლით ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში რუსეთში ღვინის იმპორტის წინა წლის მაჩვენებელი 0.6%-ით 282.6 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. რაც შეეხება მის ღირებულებას, ამ სეგმენტის ღვინოებმა უფრო დიდი ზრდა აჩვენა: მატება 2% იყო და იმპორტის ღირებულებამ 869.7 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 1 ლიტრი უცხოური ღვინის ღირებულება საშუალოდ 3.08 დოლარი ანუ დაახლოებით 227 რუბლი იყო.

იმპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში კი - იტალია, ესპანეთი, საქართველო, საფრანგეთი და პორტუგალია შედიოდნენ. ჯამში, ამ ქვეყნებზე იმპორტირებული ღვინის ორი მესამედი მოდის.

რაც შეეხება ცქრიალა ღვინის იმპორტს, მათი მიწოდება უფრო სწრაფად იზრდებოდა: 2021 წელს პანდემიურ წელთან შედარებით რუსეთში ამ სახის ღვინის იმპორტი 29%-ით გაიზარდა და 60.3 მლნ ლიტრი, ფულადი გამოსახულებით კი 281.2 მლნ დოლარი შეადგინა. 1 ლიტრი იმპორტირებული ცქრიალა ღვინის ღირებულება 4.66 დოლარი ანუ 343 რუბლი იყო.