მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოში 23 155 წყვილი დაქორწინდა, 10 654 კი განქორწინდა

62443144c26d7
გიორგი თოლორდავა
30.03.22 21:00
2200
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში 23 155 ქორწინებაა რეგისტრირებული, რაც 41.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.0 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.5 წელს.

რაც შეეხება განქორწინების სტატისტიკას, 2021 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 შეადგინა, რაც 39.4%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.

ქორწინებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 6 874
იმერეთი - 3 555
ქვემო ქართლი - 3 030
აჭარა - 2 262
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 908
კახეთი - 1 771
შიდა ქართლი - 1 498
სამცხე-ჯავახეთი - 1 069
გურია - 571
მცხეთა-მთიანეთი - 421
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 196