მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს შემოწმებული 578 საკონდიტროდან 63 ობიექტი დაჯარიმდა

607e78b3cd556
ინგა მურუსიძე
20.04.21 11:20
528
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა.

„სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს.

მათ განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.