მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ტურიზმის აღდგენის კუთხით საქართველომ თურქეთზე და სომხეთზე ცუდი შედეგი აჩვენა - PMC

627e226c311fa
მარიამ ვარადაშვილი
13.05.22 14:44
903
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის აღდგენა დაბალი იყო როგორც ევროპის, ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს.

გასულ წელს საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 31%-იანი აღდგენის მაჩვენებელია. ამას გარდა, შერჩეულ საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებს შორის (ალბანეთი, ხორვატია და საბერძნეთი) საქართველომ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ალბანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ თითქმის 2019 წლის დონეს მიაღწია (89%).

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტურისტების რაოდენობის აღდგენის მიხედვით, საქართველომ თურქეთსა (55%) და სომხეთზე (46%) უარესი შედეგი აჩვენა, მაგრამ აზერბაიჯანზე (25%) უკეთესი.

PMC-ის ცნობითვე, 2021 წელს 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების კლება საქართველოში (-69%) უფრო მეტი იყო როგორც ევროპის (-62%), ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (-64%) საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (-72%) ნაკლები.

PMC-ის კვლევითვე, 2021 წელს ყველა საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყანაში შეინიშნებოდა ტურისტების რაოდენობის აღდგენა. აღდგენა ყველაზე შთამბეჭდავი ალბანეთში იყო, სადაც ტურისტების რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს (მხოლოდ 11%-ით დაბალი). საქართველოში აღდგენა ამ ქვეყნებს შორის ყველაზე სუსტია. რაც შეეხება რეგიონს, 2021 წელს აზერბაიჯანში არ მომხდარა ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა (-75% 2019 წელთან შედარებით), ხოლო თურქეთში აღდგენის დონე ყველაზე მაღალი იყო (-45%). რაც შეეხება სომხეთს, ტურიზმის აღდგენა 2021 წელს საგრძნობლად მაღალი იყო (15 პროცენტული პუნქტი) საქართველოსთან შედარებით.