26.აპრილი .2020 11:15

2021 წელს უნდა ამოვქაჩოთ ის, რაც დავკარგეთ 2020-ში - ფინანსთა მინისტრი

views 299
უკან

2021 წელს უნდა ამოვქაჩოთ ის, რაც დავკარგეთ 2020-ში,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა "Forbes კვირაში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ რეალისტური ამოცანაა, ახლა მილიარდნახევარი დოლარი მოიზიდონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.

“ეს თანხა შეიძლება იყოს მეტიც, თუმცა, რეალისტურს ვამბობ, რადგანაც წინა მოლაპარაკებები პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან არის დასრულებული. პრაქტიკულად გადასული ვართ ხელშეკრულებებზე, რომლებიც თანდათანობით მიეწოდება პარლამენტს და უკვე ჩამორიცხვები დაიწყება”,- აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება საკუთრივ COVID-19- თან ბრძოლას, მისი თქმით, ეს თანხა შეიძლება არც იყოს საკმარისი იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელსაც პანდემია მიაყენებს ქვეყანას.

“მთავარია პროცესი გავმიჯნოთ 2 ეტაპად: ერთი - არის თანხა, რომელიც საჭიროა მეხანძრის როლის შესრულებისთვის, ცეცხლის ჩასაქრობად, ამას ემსახურებოდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა. ეს არის კრიზისთან ბრძოლის ბიუჯეტი. თუმცა, არის მეორე კომპონენტი, მას შემდეგ, როცა ეს ყველაფერი მართვადი გახდება, ეკონომიკას დასჭირდება სტიმული და სხვადასხვა ინექცია.

ჩვენი მიზანია, რომ ამ გამოყოფილი სახსრებიდან, რომელიც უცხოეთიდან მოდის და იმ ეკონომიისგან, რომელიც შიდა ბიუჯეტში მოვახერხეთ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს ვირუსის გავრცელების მართვა, იმ პირდაპირი ზიანის კომპენსირება გარკვეული დოზით მაინც, რომელიც მიადგა მოსახლეობას.

ამის შემდეგ თანხები თუ მორჩა, რასაკვირველია, ის წავა არა დეპოზიტებზე და ეროვნულ ბანკში, არამედ ის წავა ქართულ ეკონომიკაში, ფისკალურ სტიმულში. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ როგორც მინიმუმ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპს და არათუ დავუბრუნდეთ, უნდა დავაჩქაროთ კიდეც”,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა