მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ბრუნვამ 6.4 მლრდ შეადგინა

6242bba46f624
გიორგი თოლორდავა
29.03.22 12:20
1153
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. 2021 წელს საქართველოში 469 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ბანკების და მიკროსაფინანსოების გარეშე) ფუნქციონირებდა.

გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ გასულ წელს 6.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 51.8% - ამერიკულ დოლარზე, 14.7% - ევროზე, ხოლო დარჩენილი 33.5% სხვა ვალუტაზე მოდიოდა.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება 1,664,000 კლიენტს გაუწიეს, საიდანაც 13,000 იურიდიული პირია, დარჩენილი კი - ფიზიკური. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 85.9% ადგილობრივია, ხოლო 14.1% - უცხოელი.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2021 წელს შეძენილ იქნა 543.0 მილიონი დოლარი და 135.3 მილიონი ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა - 520.5 და 132.0 მილიონს.

2021 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 29.7 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომლის 37.0% დოლარზე, 10.7% ევროზე, ხოლო 52.3% სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1.8 მლნ) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობის 46.3% თბილისზე მოდის, 25.8% - აჭარაზე, 8.1% - ქვემო ქართლზე, 7.7% - იმერეთზე, 3.2% - კახეთზე, 3.2% - სამეგრელო-ზემო სვანეთზე, ხოლო 3.2% - დანარჩენ რეგიონებზე.