მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ხორბლის, ქერის, კარტოფილის წარმოება გაიზარდა, სიმინდის და ბოსტნეულის კი შემცირდა

62593082097cc
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.22 00:13
1023
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეუნეობაში მემცენარეობის შესახებ 2021 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში ხორბლის, ქერის, კარტოფილის წარმოება გაიზარდა, სიმინდის და ბოსტნეულის კი შემცირდა.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს:

• ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.9%-ით აღემატება;
• ქერის წარმოება 28.4%-ით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა;
• სიმინდის წარმოება 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
• კარტოფილის წარმოებამ 235.1 ათასი ტონა შეადგინა, ზრდა 12.7%-ია.
• გასულ წელს ქვეყანამ 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული აწარმოა, რაც 15.4%-ით წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს ჩამორჩება.

აღსანიშნია, რომ წინასწარი მონაცემებით გასულ წელს, წინა წელთან შედარებით სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა, ხოლო ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები გაიზარდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.7 ტონა/ჰა შეადგინა; ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.1 ტონა/ ჰა; სიმინდის - 3.0 ტონა/ჰა; კარტოფილის - 14.3 ტონა/ჰა; ბოსტნეულის - 10.3 ტონა/ჰა; აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.8 ტონა/ჰა; კიტრის 12.7 ტონა/ჰა; ხახვის 8.0 ტონა/ჰა; ნივრის 3.0 ტონა/ჰა; კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი ერთ ჰექტარზე 19.9 ტონა შეადგინა.