15.აპრილი .2020 22:24

2021 წლამდე გადადებული Women in Wine expo-ს ჩატარება კვლავ საქართველოში იგეგმება

2021 წლამდე გადადებული Women in Wine expo-ს ჩატარება კვლავ საქართველოში იგეგმება
views 655
უკან

საერთაშორისო ღონისძიება „Women in Wine expo“, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებს აერთიანებს, 2020 წელს საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო, ღონისძიება მომავალ წლამდე გადაიდო. როგორც ორგანიზატორთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და კომპანია "Madamwine"-ის დამფუძნებელი მანანა ახვლედიანი განმარტავს, ამის გამო, ქვეყანა აღნიშნულ შანსს არ კარგავს, ვინაიდან 2021 წლის მაისში „Women in Wine expo"-ს კვლავ საქართველო უმასპინძლებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, 2020 წლის ღონისძიებისთვის უცხოეთიდან დაახლოებით 70 წარმომადგენელი, მეღვინე ქალები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ბაიერები თუ დისტრიბუტორები იყვნენ დარეგისტრირებულნი. 2021 წელს კი, რაოდენობრივად, მეტ ადამიანს ელოდებიან.

„თუ კიდევ არ შეგვეშალა ხელი, მომავალ წელს ღონისძიება უფრო მასშტაბური გამოვა, ინფორმაციის გავრცელების მეტი საშუალებაც გვაქვს“, - აღნიშნავს მანანა ახვლედიანი BM.GE-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ლოკაციას, ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ცვლილებები არ იგეგმება და ღონისძიების ჩატარება ლოპოტას ტბაზე, "შატო ბუერაში“ მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა