2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა. რაჭული რთველის მიმდინარეობაზე მუშაობისას bm.ge-მ გაარკვია, რომ წელს ბიზნესის მხრიდან „სახვანჭკარე“ ჯიშების ყურძნის მოსავალზეც კი ნაკლები მოთხოვნაა, ამიტომ სახელმწიფოს უწევს, თავად იყიდოს „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც განსხვავებით, რქაწითელისა და კახური მწვანისა, ბევრად ძვირი ღირს - 1 კგ „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის ფასი 7 ლარია.
Bm.ge-მ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილს დაუსვა შეკითხვა, მომდევნო წლებშიც ხომ არ გახდება საჭირო სუბსიდირება?
„პანდემიამ ძალიან შეცვალა ჩვენი რეალობა და მოგვიწია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლის სურვილიც შესაძლოა არ გვქონდეს. 2018 წელს მოვახერხეთ სრულად გამოსვლა სუბსიდირების რეჟიმიდან და კერძო სექტორმა მოახერხა მოსავლის დაბინავება, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ 2020 ძალიან რთულია ბევრი რამის გამო, მათ შორის ღვინის სექტორისთვის.
რაც შეეხება ზოგადად „ხვანჭკარას“ და სხვა მიმართულებებს, ყველა ადგილწარმოშობის მიმართულებას თავისი კერძო მიდგომა ექნება, ეს მიდგომები იქნება თვისობრივად მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და შემდეგ პერიოდში, 2021 წლიდან, დაიწყება აბსოლუტურად ახლებური მიდგომა ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით, რაც თვისობრივად გადაიყვანს ახალ დონეზე ქართული ღვინის სექტორს. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც აქამდე გვქონდა, გადავა ახალ ეტაპზე. ერთ ეტაპი ღვინის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობადობის გაზრდის კუთხით უკვე გავიარეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ პროცესში არის გლობალური კონკურენცია, მთელი მსოფლიო რაღაცას აკეთებს.
იქნება განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული ადმინისტრირება, რესურსები, 2021 წლიდან ქართული ღვინო დაიწყებს ახალ ეტაპზე გადასვლას, რომელიც მათ შორის „ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობაში ბევრ რამეს შეცვლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?