თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მასშტაბით, „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში 40 000-მდე ადამიანია ჩართული, 3 500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა და მომავალი წლიდან უფასო სასადილოებით სარგებლობას ისინიც შეძლებენ.
„ჩვენ გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, სადაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანები. ამ ეტაპზე, საკვებით 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ, ხოლო დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ