24.ოქტომბერი .2020 00:30

2021 წლის 10 საუკეთესო უნივერსიტეტი World Economic Forum-ის მიხედვით

2021 წლის 10 საუკეთესო უნივერსიტეტი World Economic Forum-ის მიხედვით
views 697
უკან

World Economic Forum-მა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2021 წლის განახლებული სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს უკვე 5 წელია ზედიზედ ოქსფორდის უნივერსიტეტი იკავებს.

ასევე პირველ ათეულში რვა ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასწავლებლებმა გაინაწილეს. ამასთანავე, 2020 წელთან შედარებით სიაში პოზიციების გაუმჯობესება შეძლო სტენფორდის უნივერსიტეტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა და კალიფორნიის უნივერსიტეტმა ბერკლიში. შესაბამისად სტენფორდმა მე-4 პოზიციიდან მე-2-ზე გადაინაცვლა; ჰარვარდმა მე-7 პოზიციიდან - მე-3-ზე, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტმა ბერკლიში მე-13 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ჩამონათვალში პოზიციები გაუარესებული აქვთ კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (მე-2 ადგილიდან მე-4-ზე გადაინაცვლა); კემბრინჯის უნივერსიტეტს (მე-3 ადგილიდან მე-6-ზე გადაინაცვლა), პრინსტონის უნივერსიტეტს (მე-6 ადგილიდან მე-9 ადგილი) და ჩიკაგოს უნივერსიტეტს (მე-9 ადგილიდან მე-10 ადგილი).

უნივერსიტეტები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდებიან: სწავლება, კვლევა, აკადემიური მითითებები, საერთაშორისო პერსპექტივა და შემოსავალი.

World Economic Forum-ის მიერ შედგენილი 2021 წლის 10 საუკეთესო უნივერსიტეტის სრული ჩამონათვალი ასეთია:

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
2. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
3. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
4. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ)
5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ)
6. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
7. კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (აშშ)
8. იელის უნივერსიტეტი (აშშ)
9. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ).