30.ნოემბერი .2021 11:20

2021 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

2021 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა
views 410
უკან

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა, ხოლო ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის ნაცვლად 4.1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში 28.9%-იანი ზრდა იყო, მესამე კვარტალში ზრდამ 9% შეადგინა, ოქტომბერში კი 6.9% იყო. მთავრობა წელს 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. 

"2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ოქტომბერში საქართველოში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა