24.ივნისი .2021 19:12

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება
views 5112
უკან

საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.

როგორც IPN წერს, “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, წინადადება ადგილობრივი არჩევნების თარიღის კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა