მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ბოლოსთვის თბილისში 1000 ახალი მიკროავტობუსი ივლის - კახა კალაძის გეგმა

604878ba5154a
ინგა მურუსიძე
10.03.21 12:00
1423
„თბილისში წლის ბოლოსთვის 1000 ახალი მიკროავტობუსი ივლის, მათგან 300-სს თბილისის მერია შეიძენს, 400-სს კი - „თბილისის მიკროავტობუსი“, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გარდა ამისა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ივნისში გამოისყიდის იმ 300 მიკროავტობუსს, რომელიც მერიამ გასულ წელს შეიძინა და უკვე ქალაქს ემსახურება. 

„მუნიციპალიტეტმა გასულ წელს 300 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინა; დღეს ისინი თბილისის მოსახლეობას ემსახურებიან, კომპანია აქვს ვალდებულება, ეს მიკროავტობუსები გამოისყიდოს. გარდა ამისა, წლების წინ, 1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით, თუმცა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, ქალაქში განახლებული და მოწესრიგებული 1000 მიკროავტობუსი ივლის. დანარჩენ მარშრუტებზე კი თბილისელებს 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები მოემსახურებიან.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ თითქმის დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები და კომპანია უზრუნველყოფს კაპიტალის მოზიდვას; ბანკებთანაც იყო კომუნიკაცია და პირველ რიგში, გამოისყიდის ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს, ეს მოხდება ივნისში და ასევე, ვალდებულებას იღებს, რომ წლის ბოლომდე 400 ერთეული ახალი მიკროავტობუსი შეიძინოს. გარდა ამისა, მიკროავტობსების გამოსყიდვის შედეგად მიღებული თანხით თბილისის მერია ისევ 300 ახალ მიკროავტობუსს შევიძენს. ჯამში, წლის ბოლოსთვის პარკი მთლიანად განახლდება და მოსახლეობას 1000 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მიკროავტობუსების შეძენისთვის ტენდერის მომზადების მიზნით, უახლოეს მომავალში მერია ბაზრის კვლევას დაიწყებს.