15.ივნისი .2021 17:13

2021 წლის იანვარ-მაისში საავიაციო ნავთისა და თხევადი გაზის იმპორტი შემცირდა

2021 წლის იანვარ-მაისში საავიაციო ნავთისა და  თხევადი გაზის იმპორტი შემცირდა
views 240
უკან

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საავიაციო ნავთისა და თხევადი გაზის იმპორტი შემცირდა.

მისივე ცნობით, 2021 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 5.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან (5,2 ათასი ტონა) შედარებით 0.1 ათასი ტონით ანუ 1.9%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,0 ათასი ტონა) შედარებით 2.1 ათასი ტონით, ანუ 70%-ით მეტია.

მათ შორის, 2021 წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის 78.4% (4,0 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 13.7% (0.7 ათასი ტონა) - იტალიიდან, 7.8% (0.4 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან განხორციელდა.

2021 წლის იანვარ-მაისში საავიაციო ნავთის იმპორტმა 21.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (22,4 ათასი ტონა) შედარებით 1.1 ათასი ტონით, ანუ 4.9%-ით ნაკლებია.

მათ შორის, 2021 წლის პირველი ხუთ თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 67.6% (14.4 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 10.3% (2,2 ათასი ტონა) - იტალიიდან, 8.9% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 6.1% (1,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 4.7% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 2.3% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან შემოვიდა.

რაც შეეხება გათხევადებული აირების იმპორტის მაჩვენებელს, 2021 წლის მაისში თხევადი გაზის(LPG) იმპორტმა 3.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1 ათასი ტონით ანუ აპრილის თვის მაჩვენებელთან (2,8 ათასი ტონა) შედარებით 35.7%-ით მეტია და - გასული წლის მაისის მაჩვენებელთან (3.9 ათასი ტონა) შედარებით 0.1 ათასი ტონით ანუ 2.6%-ით ნაკლებია.

მათ შორის, მიმდინარე წლის მაისში იმპორტის 97.4% (3.7 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. 2021 წლის იანვარ-მაისში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 13,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5.8 ათასი ტონით ანუ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19.5 ათასი ტონა) შედარებით 29.7%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის მანძილზე იმპორტის 94.9% (13.0 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.