მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე დღეს საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა იმართება

60eef6c0a67eb
თელარა გელანტია
15.07.21 09:45
700
დღეს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომა 12:00 სააათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ დღესვე შემაჯამებელ კომიტეტზე 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე საკუთარ დასკვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენენ.

ცნობისთვის: მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც ისედაც რეკორდულად დიდი იყო და 18.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, დამატებით 1.1 მილიარდით ზრდის და ის 19.5 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთავრობის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო დადგა. თუკი პირველადი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაზრდილიყო, განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 7.7% იქნება. ამ გარემოების გათვალისწინებით, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზს 720 მილიონი ლარით ზრდის. მატება შეეხება საშემოსავლო, აქციზის, დღგ-ისა და იმპორტის გადასახადებს.

მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა, სავარაუდოდ, 57.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა, რაც კრიტიკულ 60%-იან ზღვარს აჭარბებდა და 61% იყო, მშპ-ის 54%-მდე მცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი კი 6.9%-მდე დაიკლებს.

ყველაფერი, რაც 2021 წლის ბიუჯეტში იცვლება