მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის სამ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან $15 მილიონის შოკოლადი იყიდა

61a28735a2dda
ლიკა გურაბანიძე
27.11.21 23:20
1383

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სამ კვარტალში საქართველოში $33 მილიონის ღირებულების შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების მზა პროდუქტების იმპორტი განხორცილდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,3%-ით მეტია. გასულ წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ჯამში $27 მილიონის შოკოლადი მზა პროდუქტები იყიდა.

საქართველო შოკოლადს ძირითადად რუსეთის ბაზარზე ყიდულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის სამ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში $15 მილიონის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორისაა ასევე უკრაინა ($6 მლნ) და ბელგია ($2 მლნ).

საქართველოში შოკოლადის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "მასტერ თრეიდია", რომელიც ქართულ ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა "სნიკერსი", "მარსი", "ბაუნტი" და "M&MS". კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მისმა შემოსავალმა გასულ წელს $39 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება შოკოლადის ადგილობრივ წარმოებას, ამ მხრივ ბაზრის მსხვილი მოთამაშე კომპანია "ბარამბოა". კომპანიის ფინანსური მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს "ბარამბომ" წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან ჯამში 44 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.