01.ოქტომბერი .2020 13:49

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია

views 387
უკან

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი უკვე პარლამენტშია. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთავრობას დოკუმენტი პარლამენტისთვის არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა წარედგინა.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობამ ელექტრონულად მოიწონა და დაამტკიცა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დღესვე, უახლოეს საათებში აიტვირთება.

2021 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ჯერჯერობით, უცნობია.