მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ყველაზე გავლენიანი კომპანიები TIME-ის მიხედვით

608ab6fadeef1
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.21 01:00
872
მსოფლიოში ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი კომპანია დაასახელა. ჟურნალმა კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და ხუთ კატეგორიად დაყო: პიონერები, ლიდერები, ინოვატორები, გიგანტები, დამანგრევლები. თითოეულში 16-22 კომპანია მოხვდა.

„პიონერების“ კატეგორიაში ლიდერად მედიაკომპანია Hello Sunshine დასახელდა, რომელიც მსახიობმა და პროდიუსერმა რიზ უიზერსპუნმა დააარსა. სიაში ასევე მომღერალ რიანას საცვლების კომპანია და გაცნობის სერვისი Bumble მოხვდა.

„ლიდერების“ კატეგორიაში პირველი ადგილი აშშ-ის კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ (NBA) დაიკავა, მეორე ადგილზეა კორპორაცია Apple, შემდეგ ავიაკომპანია Delta, აშშ-ის აფთიაქების უმსხვილესი ქსელი Walgreens-ი და ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს.

„ინოვატორებს“ შორის პირველ ადგილზეა სტარტაპი Gro Intelligence-ი. სიაში ასევე მოხვდა ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, ვიდეოთამაშების მწარმოებელი Nintendo, სტრიმინგ-სერვისი Netflix-ი, ვიდეოკონფერენციების ორგანიზებისთვის შექმნილი პროგრამა Zoom-ი, სათამაშოებს მწარმოებელი Lego, სოციალური ქსელი TikTok-ი.

„გიგანტების“ კატეგორიის ლიდერი საავტომობილო კორპორაცია General Motors-ი გახდა. რეიტინგში ასევე მოხვდა ჩინური კომპანია Alibaba, Facebook-ი, მედიაკომპანია Disney.

TIME-მა „დამანგრევლების“ კატეგორიას მიაკუთვნა Illumina, Huawei, Tesla და OnlyFans-ი.