მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 308 სკოლა იყო

61a723015a3ed
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 11:31
593
საქსტატის ინფორმაციით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2308 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 - კერძო. 2020/2021 წლის სასწავლო წლებთან შედარებით, ქვეყანაში სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა - 17.2% იმერეთში ფიქსირდება. 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს სკოლებში 624 500 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა 90.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.6%.

მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48% გოგოა, ხოლო 52% - ბიჭი.

რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.1%) თბილისში სწავლობს. 2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 42.8% გოგოა, ხოლო 57.2% - ბიჭი.

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 981 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8%-ია.