მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-2023 წლებში აჭარას განთავსების 20 000-მდე ახალი ადგილი დაემატება - რიჟვაძე

629f041d6dbc6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.22 13:16
760
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარე და მომავალ წელს აჭარის რეგიონში კიდევ 20 000-მდე ახალი განთავსების ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მშენებლობა პანდემიურ პერიოდში მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი იყო.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში 100-მდე ახალი ტურისტული ობიექტია შექმნილი. ამ მიმართულებით ჩვენ ახალი განთავსების ადგილები დაგვემატა. დღეისთვის განთავსების ადგილები აჭარაში 43 000-ზე მეტია.

წელს და მომავალ წელს კიდევ 20 000-მდე ახალი განთავსების ადგილი დაემატება. ჩვენი განვითარება მხოლოდ ბათუმზე არ ვრცელდება და აჭარის რეგიონის ინკლუზიური განვითარების ხედვა აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტს თანაბრად ეხება“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა.