მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022-2023 წლებში ე.წ. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინფლაციაა“

63aee6ea55d35
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.22 17:42
913
2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა. წლის პირველ 11 თვეში კი ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, გასულ თვეში კერძო სექტორის ბრუნვა 11.7 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით მეტია.

გრძნობს თუ არა ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს? - „საქმის კურსის“ ამ კითხვაზე პასუხად კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ თქვა, რომ ეკონომიკური ზრდა რეალური არ არის.

„ჩვენ ბევრი ლინგვისტიკური პრობლემა გვაქვს. როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, ეკონომიკის დიდი ნაწილი ვაჭრობაზე მოდის. მშენებლობა, სასტუმროები, რესტორნები ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. მნიშვნელოვანი ნაწილი ვაჭრობაა და ისიც რის ხარჯზეა გაზრდილი?! შარშანდელი და წლევანდელი ე.წ. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინფლაციაა. ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დამატებითი თანხების შეტანა მოხდა. თუ ვიტყვით, რომ ინფლაციაზე გავლენა მსოფლიოში არსებულმა ნავთობის ფასებმა მოახდინა, ნავთობის გარე ფასების ზრდა ინფლაციის ძირითადი წყარო არ არის... ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკაში შეტანილი ფულით ეკონომიკის სტიმულირება მოხდა, რაც რეალურ ეკონომიკურ ზრდას არ ნიშნავს“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისი შეფასებით, ეკონომიკის ზრდა ინკლუზიური არ არის, რის გამოც ქვეყნიდან კადრებს მასობრივი გადინება ხდება, ინკლუზიური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი კი ადგილობრივი წარმოების გააქტიურება იყო.

„ფართოდ თუ შევხედავთ, ეკონომიკის ზრდა ინკლუზიური უნდა იყოს, რეალურად ეს ასე არ მოხდა. უმუშევართა რაოდენობა ძალიან მაღალია და მაღალია იმ ხალხის წილი, რომლებიც საქართველოდან გადიან. იმის მიუხედავად, რომ კარგი შანსი გვქონდა ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა და ადგილობრივი წარმოება გაგვეაქტიურებინა, ასე არ ხდება. ეკონომიკის სამინისტროს და ეროვნული ბანკის ინტერესი იმპორტის გაზრდა უნდა იყოს“, - განმარტა „ჩირინას“ დამფუძნებელმა. მან ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკა.

მისი თქმით, მარეგულირებელი ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს.

ცნობისთვის: 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაცია 10.4% იყო.