მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-2024 წლებში ბინები 3 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა - ტიკარაძე

61c83c0899580
თელარა გელანტია
26.12.21 14:51
942
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი, 7000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი 13 000 ოჯახს გადაეცემა.

„მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ სამინსტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე და დასძინა, რომ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჯამში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

„2024 წლის ბოლოს, კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.