მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-2024 წლებში დამატებით 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება - თურნავა

5f9a654232fc5
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.20 10:45
962
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს მთავრობამ გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის მომდევნო 3 წლის გეგმა დაამტკიცა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მომდევნო წლების გეგმის ფარგლებში გაზი 211 დასახლებულ პუნქტში შევა.

„ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ გაზიფიცირების გეგმის გაგრძელება 2022-2023-2024 წლებში, შესაბამისად კიდევ დამატებით 211 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. საქართველოში გაზიფიკაციის დონე 90%-ს გადააჭარბებს.

ეს არის ნათელი გამოხატულება ახალი პრიორიტეტების, რომელიც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა. 2012 წლამდე აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ თბილისზე და დედაქალაქი იყო სრულად დაფარული გაზის ინფრასტრუქტურით და მილსადენებით. ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის რეგიონებში და ეს სიკეთე რეგიონებში იქნება ფართოდ წარმოდგენილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.