26.იანვარი .2023 00:00

2022-ში ბანკებმა რეკორდული მოგების გადასახადი გადაიხადეს

2022-ში ბანკებმა რეკორდული მოგების გადასახადი გადაიხადეს
views 764
უკან

საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით, გასული წელი ქართული ბანკებისთვის როგორც შემოსავლიანობით, ასევე წმინდა მოგებით რეკორდული იყო.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, კომერციულმა ბანკებმა შარშან 7.5 მილიარდი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იყო.

მოგება დაბეგვრამდე 2.53 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტი იყო. ამ თანხიდან ქართულმა ბანკებმა 446 მილიონი ლარი მოგების გადასახადის სახით გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 75%-ით მეტი იყო.

შესაბამისად, ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 2.088 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 6 მილიონი ლარით მეტი იყო.

საბანკო სექტორის კონსოლიდირებული მოგების მაჩვენებელზე ნეგატიურად იმოქმედა ვითიბი ბანკის სანქცირებამ და ზარალმა. გასულ წელს “ვითიბის” ზარალი 70 მილიონ ლარს აღემატებოდა.

დეტალური მონაცემებით თუ რა იყო უშუალოდ თითოეული ბანკის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგება და გადახდილი მოგების გადასახადი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

2023 წლიდან კომერციულ ბანკებს 20%-მდე გაზრდილი მოგების გადასახადის გადახდა მოუწევთ.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა