მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა განათლებაში მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის თანხის ინვესტირებას აღარ მოახდენს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს განათლებაში საქართველოს მშპ-ის 6%-ის ტოლფასი თანხა სავარაუდოდ აღარ ჩაიდება, ამას კი წინა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სტრატეგია "განათლება ეროვნული იდეა" ითვალისწინებდა.
"საქართველოს მთავრობა შემცირებული ფისკალური სივრციდან გამომდინარე განიხილავს, გადადოს განათლების სექტორის დაფინანსების მინიმალური დონის, (2022 წლიდან მშპ-ის მინიმუმ 6%-ის) ამოქმედება",- ნათქვამია სავალუტო ფონდის დოკუმენტში.
2022 წლიდან განათლებაზე მშპ-ის მინიმუმ 6%-ის დახარჯვის სტრატეგია მამუკა ბახტაძემ 2019 წლის მარტში წარადგინა და ის 2022-დან უნდა ამოქმედებულიყო.
„წარმოგიდგენთ განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად ჩვენი ეროვნული დოვლათის 6% ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“, - 2019-ში განაცხადა ბახტაძემ.
სავალუტო ფონდის დოკუმენტის თანახმად, საქართველო განათლების რეფორმაში ძირითადად პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას მოიაზრებს.
2021 წლის ბიუჯეტით განათლების სამინისტროს დაფინანსება 1.8 მილიარდი ლარია (აქედან 300 მლნ კულტურის და სპორტის განხრით, რომელიც უკვე ცალკე უწყებაა). მთლიანობაში ეს დაფინანსება საქართველოს მშპ-ის 3.4%-მდეა, უშუალოდ განათლების მიმართულებით კი მშპ-ის 2.8%-ია. იმისთვის, რათა სტრატეგია "განათლება ეროვნული იდეით" განსაზღვრული პარამეტრი შესრულდეს, 2022 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი უნდა გაორმაგდეს და 3.49 მილიარდი ლარი გახდეს.
2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, სკოლების დაფინანსება 894 მილიონი ლარი, მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა 10.3 მილიონი ლარი, უმაღლესი განათლების დაფინანსება კი 153 მილიონი ლარია, საიდანაც 117 მილიონი საბაკალავრო და სამაგისტრო დაფინანსების გრანტებია. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულების დაფინანსება 60.4 მილიონი ლარია, ასევე 60 მილიონი ლარია პროფესიული განათლების დაფინანსებაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი