თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ BMG-სთან 2022 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს წელი „თიბისისთვის“ წარმატებული იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბანკი ამჟამად ოპერირებს.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია "თიბისი ბანკის“ განვითარება უზბეკეთში, სადაც ბანკს უკვე 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
„2022 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდა, შეიძლება, წარმატებულად შეფასდეს. მოგეხსენებათ, „თიბისი“ ამჟამად სამ ქვეყანაშია წარმოდგენილი. წელს საქართველოში ზრდა სავსებით ნორმალური იყო, მაგრამ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სხვა ქვეყნებში ზრდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი განვითარება უზბეკეთში. იქ გვაქვს ციფრული ბანკი, სადაც ყველა ჩვენი მომსახურება მხოლოდ მობაილბანკის საშუალებით ვითარდება და რომელსაც 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადახდების სისტემა, რომელსაც დღეს 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ განვავითარებთ ამ მიმართულებებს და ვფიქრობ, ჩვენი ინვესტორებისთვის ეს საინტერესო იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
ცნობისთვის, 2019 წელს თიბისიმ ბანკის ჯგუფმა უზბეკეთში წამყვანი ფინტექ კომპანია Payme შეიძინა და ბაზარზე ოპერირება დაიწყო, შედეგად კი უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი გაუშვა. TBC UZ მობილური აპლიკაცია მომხმარებელს საცალო საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ფინტექ პლატფორმა Space-ზეა დაფუძნებული. "თიბისი ბანკი“ უზბეკეთში რვა მილიონზე მეტ ადამიანს ანუ მოსახლეობის 25%-ზე მეტს ემსახურება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი