მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს, 2020-თან შედარებით, 50%-ით ნაკლები თანამშრომელი გვყავს - “ბარბარესთან” დამფუძნებელი

62aed44d97ff8
ლიკა გურაბანიძე
19.06.22 17:00
1008
“2022 წელს 2020-თან შედარებით 50%-ით ნაკლები თანამშრომელი გვყავს, “ - ამის შესახებ BMG-ს “ბარბარესთან” დამფუძნებელმა ზვიად ქურასბედიანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კადრების დეფიციტი პანდემიამ გამოიწვია, რადგან ამ დროს სექტორიდან ბევრი კვალიფიციური თანამშრომლის გადინება მოხდა.

“ახალგაზრდობაში მენტალობა შეიცვალა ისინი ალბათ უფრო იოლ სამსახურს ეძებენ. ჩვენი სფერო მძიმეა, ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, აქ ხალხი ფიზიკურად შრომობს. რაც შეეხება უფროს თაობას, მათ ალბათ მაღალი ინფლაციის გამო ხელფასები ეპატარავებათ.” - განაცხადა ზვიად ქურასბედიანმა.

ბიზნესმენმა, წლევანდელი ტურისტული სეზონიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის 2021 წელთან შედარებით უკეთესია. მისი ვარაუდით, ზაფხულთან და შემოდგომასთან შედარებით “ბარბარესთან” შემოსავლები წლევანდელ წელს 20%-ით გაიზრდება.

“თუ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომი არ შეეხო ზაფხულის და შემოდგომის ტურისტულ სეზონებს უპრობლემოდ გავივლით.” - განმარტა ქურასბედიანმა.