2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, 2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება.
პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია „სიმეტრია“ განახორციელებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სასტუმროს მართვას ამავე ჯგუფის წევრი კომპანია „Hotel Collection International“-ი უზრუნველყოფს.
სასტუმრო ბაკურიანში, თბილისის ცენტრიდან და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 185 კილომეტრში აშენდება. სასტუმროში 116 თანამედროვე დიზაინის მქონე ნომერი, ლობი ბარი და რესტორანი განთავსდება, სადაც სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან. აქვე იქნება, როგორც გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, ასევე დახურული საცურაო აუზი. Four Points by Sheraton Bakuriani იდეალური ადგილი იქნება მოგზაურობისა და დასვენების მოყვარული სტუმრებისთვის, მათთვის სანახაობრივი და მიმზიდველი ადგილების გასაცნობად. სასტუმროს ირგვლივ მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის უნიკალური ტყე-პარკიც. საქმიანი ვიზიტით მგზავრობის მსურველთ შეუძლიათ ისარგებლონ 150 სტუმარზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზებითა და პარკინგით.
”მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად Four Points by Sheraton იხსნება. Marriott International– თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეს იყო „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლისა“ და ყველა ჩვენთაგანის საოცნებო პროექტი. ჩვენი მდიდარი კულტურის, ისტორიული ქალაქებისა და მრავალი უნიკალური ადგილის წყალობით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იქცა. მხოლოდ 2019 წელს ჩვენ 9,357,964 უცხოელ ტურისტს ვუმასპინძლეთ. მსოფლიოს ერთ – ერთ უმსხვილეს სასტუმროს ფრენჩაიზინგულ კომპანიასთან მუშაობა საშუალებას მოგვცემს გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და მოვიზიდოთ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი. Hotel Collection International-ს, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს, სასტუმროების მაღალი სტანდარტებით მართვის საიმედო რეპუტაცია გააჩნია. ჩვენი ჯგუფის წევრის „სიმეტრიას“ წარმატება ასევე ინვესტიციების ეფექტურად მართვას, პროექტების მაღალი ხარისხისა და ვადების დაცვით განხორციელებას ეფუძნება. ეს პროექტი ჩვენი გუნდის სტრატეგიული ამოცანის მიღწევაში დაგვეხმარება, რომლის მთავარი მიზანია - ”საქართველოში ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა”, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას“ - განაცხადა „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯახუტაშვილმა.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ პირველი Four Points by Sheraton-ის სასტუმრო საქართველოში. სასტუმრო თავისი თანამედროვე და კომფორტული გარემოთი შესანიშნავი ადგილი იქნება საქმიანი ვიზიტით მყოფი სტუმრებისა და დამსვენებლებისთვის, რომლებთაც დროის გატარება ქალაქის შუაგულში სურთ. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი პორტფოლიო და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ტურიზმის სექტორის განვითარებაში“ - განაცხადა Hotel Collection International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სებასტიან ლოდერმა.
„საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის“ შესახებ
„საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“, სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობების ეფექტური მართვის მიზნით, სპეციალურად შერჩეულ პროფესიონალებს აერთიანებს. კომპანია ქართული ბიზნეს გარემოს ექსპერტიზით, მნიშვნელოვანი ადგილობრივი ურთიერთობებითა და განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობის გამოცდილებით, ეხმარება ინვესტორებს შეამცირონ ქვეყანაში ბიზნესის კეთებასთან ასოცირებული რისკები.
„საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“ სხვადასხვა საერთაშორისო კერძო ინვესტიციებით განხორციელებულ პროექტებს მართავს, რომელთაგან უმეტესობა ყაზახურ ინვესტიციას წარმოადგენს. კომპანიის საინვესტიციო პორტფოლიოში შედის ტურიზმი, უძრავი ქონების განვითარება, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და წარმოება. ინვესტიციის მთლიანი ღირებულება 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით 150 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ჯგუფთან თანამშრომლობით, ინვესტორი იძენს პარტნიორს, რომელიც მზად არის საკუთარი გამოცდილება კიდევ ერთ წარმატებულ პროექტად აქციოს. „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“ საიმედო პარტნიორია პერსპექტიული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის.
Hotel Collection International-ის შესახებ
Hotel Collection International (HCI) ესპანეთსა და საქართველოში მულტიბრენდული სასტუმროების მართვის ლიდერი კომპანიაა. HCI ფრანჩაიზული ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობს ისეთ წამყვან სასტუმროების ბრენდებთან, როგორიცაა Hilton, Marriott, IHG, Wyndham და Best Western. კომპანია სასტუმროების მართვისას ხელმძღვანელობს იმ ღირებულებებითა და ძირითადი პრინციპებით, რომელიც ეფუძნება ერთიანობას, პატივისცემას, ნდობასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვას. ამასთან, HCI ცდილობს გააუმჯობესოს ის გარემო, რომელშიც ის მუშაობს და გაუწიოს განსაკუთრებული მომსახურებები როგორც მის სტუმრებს, ისე საკუთარი გუნდის წევრებს. სასტუმროს ბიზნესის ექსპერტთა ჯგუფი მუდმივად ორიენტირებულია სრულყოფილ მენეჯმენტსა და ინვესტიციებიდან მიღებული მოგების მაქსიმალურად გაზრდაზე. ამ ეტაპზე, HCI აფართოებს თავისი საქმიანობის ფარგლებს საერთაშორისო მასშტაბით და გადააქვს თავისი სათაო ოფისი ლუქსემბურგში, რათა დააკმაყოფილოს პროექტებზე მზარდი მოთხოვნები ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
„სიმეტრიას“ შესახებ
უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ არის „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის“ წევრი კომპანია და საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში 2011 წლიდან იმყოფება.
ამჟამად მისი საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები. კომპანიის შეთავაზებები სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს, რაც პროექტის კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გულისხმობს. სიმეტრიის სტაბილური განვითარება ინვესტიციების ეფექტიან მართვასა და დეველოპერული პროექტების დათქმულ ვადებში, მაღალი ხარისხით განხორციელებას ეფუძნება.
მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივად განახლებადი ცოდნა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე განსხვავებული, საკუთარი ნიშა დაიმკვიდროს და მომხმარებელს ორიგინალური, საინტერესო შეთავაზებები წარუდგინოს. „სიმეტრია“ სანდო პარტნიორის რეპუტაციით სარგებლობს, რაც სტაბილურობაზე, განვითარებასა და მოლოდინების გამართლებაზეა დაფუძნებული.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის