მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს EU-ში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 13%-ით შემცირდა

6457b3384436a
სალომე ხიდურელი
07.05.23 18:17
639
2021 წელს 4.3%-იანი ზრდის შემდეგ, ევროკავშირში ბუნებრივ აირზე შიდა მოთხოვნა 13.2%-ით შემცირდა და 13.72 მილიონ ტერაჯოული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat ავრცელებს. ეს რიგით მესამე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის შემცირება, REPowerEu გეგმის ნაწილია და რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ისახავს მიზნად. 2022 წლის აგვისტოსა და 2023 წლის მარტის შუალედით EU-ს ბუნებრივი აირის მოხმარება 17.7%-ით შემცირდა, იმავე თვეების 2017-2022 წლების შედეგებთან შედარებით.

2022 წელს ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილმა მომხმარებლებმა შეამცირეს საწვავზე მოთხოვნა. გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს ჰქონდათ ყველაზე მაღალი შიდა მოთხოვნა, შესაბამისად - 3.07 მილიონი ტერაჯოულის (15.4%-ით ნაკლები, ვიდრე 2021-შ), 2.61 მილიონი ტერაჯოული (9.9%-ით ნაკლები) და 1.54 მილიონი ტერაჯოული (-9.6%).

ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შემცირდა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ირლანდისა და მალტას გარდა, სადაც მოთხოვნა პირიქით გაიზარდა.
2022 წელს ნორვეგია ბუნებრივი აირის მთავარ წყაროდ დარჩა (24.4%) მაშინ, როცა რუსეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა (15.3%-იანი წილით). იმპორტი გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (9.8%), ალჟირიდან (8.3%) და კატარიდან (6.7%).