მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ევროკავშირში კომერციული ფრენები პანდემიამდელ პერიოდს არ დაბრუნებია - Eurostat

641039200cd01
მარიამ ვარადაშვილი
14.03.23 14:05
499
Eurostat-ის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირში კომერციული ფრენები პრეპანდემიურ დონეს ჩამორჩება. ფრენები ყველაზე მეტად იანვარსა და თებერვალში იყო შემცირებული [34%/33%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ/თებერვალთან შეადრებით].

წლის დასაწყისთან შედარებით, 2022 წლის მაისიდან რეგიონში ფრენები შედარებით აღდგა, Eurostat-ის მონაცემებით, მაის-დეკემბერში 16%-მდე შემცირდა ეს მაჩვენებელი. 2019 წელთან შედარებით აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტოსა და ოქტომბერში დაფიქსირდა [14%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით]. ევროკავშირში ერთადერთი ქვეყანა საბერძნეთი იყო, სადაც კომერციული ფრენების რაოდენობამ 1%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს. შემდეგ პორტუგალია მოდის, სადაც ფრენების რაოდენობა 4%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. 8%-ით ჩამორჩა პანდემიამდელ რაოდენობას ფრენები ლუქსემბურგში. 

2022 წელს კომერციული ფრენები ყველაზე მეტად ფრანკფურტის აეროპორტში შემცირდა თითქმის 132 ათასით ნაკლები 2019 წელთან შედარებით, რაც 33%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. შემდეგ მიუხენის აეროპორტი მოდის დაახლოებით 131 ათასი ფრენით, რაც 17%-ით ნაკლებია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.



ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] ინფორმაციით, ევროპის სამოქალაქო ფრენები 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა. ჯამში ევროპაში გასულ წელს 9.3 მლნ ფრენამდე შესრულდა, რაც 2021 წელთან შედარებით 3.1 მლნ-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის ნიშნულს თითქმის 2 მლნ-ით ჩამოუვარდება.

საქართველოს საჰაერო კოდექსის თანახმად, კომერციული ფრენა [კომერციული გადაზიდვა] არის საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან დაქირავებით განხორციელებული ფრენა.