მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა

63c51b5fa08c0
მარიამ ვარადაშვილი
16.01.23 13:50
403
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 78%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, 2019 წლის მაჩვენებლის კი 85%-ს შეადგენს.

2022 წელს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს იყო. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს, თბილისის აეროპორტი ჯამში 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ია. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. 2019 წელთან შედარებით კი ქუთაისის აეროპორტის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებით აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს.

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს ქვეყანას 9 ახალი მიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი 10 ახალი ავიაკომპანია [Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna] შემოვიდა.