13.იანვარი .2023 17:44

2022 წელს ფრენის მაჩვენებელი 5000 საათამდე გაიზარდა - GEOSKY

2022 წელს ფრენის მაჩვენებელი 5000 საათამდე გაიზარდა - GEOSKY
views 515
უკან

საჰაერო გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მიმართ ინტერესი რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა.

კომპანია GEOSKY-ში, რომელიც პირველი ქართული ავიაგადამზიდია, აცხადებენ, რომ ტვირთების მზარდი მოცულობები დღესაც შენარჩუნებულია. კომპანიის დირექტორი შალვა კიკნაძე ამბობს, რომ ზრდა დაახლოებით 70%-ია. მისი თქმით, ტვირთების მოცულობის მზარდი ნაკადების პარალელურად ფასები ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

“2019 წელს თუ ჩვენმა ავიაკომპანიამ წლის განმავლობაში იფრინა დაახლოებით 3000 საათი, 2022 წელს ვიფრინეთ 5000 საათი. მოცულობა ტვირთების გაზრდილია, ჯერ კიდევ მაღალია.

ფასებიც მაღალია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სამი წელი არის სხვაობა და დროთა განმავლობაში ფასი იმატებს ხოლმე. 2019 წელთან შედარებით, ტვირთების მოცილობა 70%-ით მეტია სატვირთო ხომალდებისთვის, ვიდრე ეს 2019 წელს იყო”, - აცხადებს კომპანია GEOSKY-ის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა