მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს გამოსაშვები პროდუქცია მთლიანად დაკონტრაქტებულია - "ბადაგონის" დამფუძნებელი

61def35c3104a
მარიამ ვარადაშვილი
13.01.22 09:45
4504
"ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია ამბობს, რომ 2021 წელს კომპანიის ექსპორტი 12-13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს,  მისი თქმით, მომავალი წლისთვის დაგეგმილი ღვინის საწარმოო მოცულობები უკვე გაყიდული აქვს.

“2022 წელი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან რა პროდუქციაც 2022 წელს იქნება გამოშვებული, მთლიანად დაკონტრაქტებულია. ყველა არსებულ ბაზარს ჩვენგან სტაბილური მიწოდება ექნება. დიდი იმედით ვუყურებთ აშშ-ს ბაზარს, სადაც ვფიქრობთ, რომ წელს გაყიდულ 100 ათას ბოთლს დაემატება კიდევ 100 ათასი ბოთლი, რაც ჩვენთვის 2022 წელს მნიშვნელოვანი იქნება”, - ამბობს გიორგი სალაყაია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის ღვინის ექსპორტის წლიური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც BMG-ის სააგენტოში უთხრეს, გასულ წელს ექსპორტირებულმა ღვინის მოცულობამ 100 მლნ ბოთლს გადააჭარბა.