მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს GWP აქტიურად გააგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას - ზურაბ ალფაიძე

61c5b22bec73f
BM.GE
24.12.21 15:36
438
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძის თქმით, 2022 წელს მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტები დედაქალაქის ყველა რაიონში გაგრძელდება.

დაგეგმილი პროექტებიდან აღსანიშნავია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც აქტიური სამუშაოები იანვრის თვეში დაიწყება - ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები.

"ასევე, აღსანიშნავია თბილისის ზედა ზონების ალტერნატიული წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დაგეგმილი პროექტი. მასშტაბური სამუშაოები ტაბახმელას მიმართულებით განხორციელდება, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ზედა ზონების დასახლებების წყალმომარაგებას”, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

(R)