მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 5,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - მინისტრი

61b9dcbe3a0ec
ინგა მურუსიძე
15.12.21 16:39
724
2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას პარლამენტში, პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ზე მაღალი იყო.

ჯამში, 2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი, საიდანაც:
 
506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ;
300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;
130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად;
240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში;
ერთ მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში;

საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი;
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი;
მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270 მლნ ლარი;
ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.