მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 4%–ით გაიზრდება – პროგნოზი

61ecf6eb1f834
დავით ჯალაღონია
24.01.22 09:40
756
ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 4%–ით გაიზრდება და 3 მლრდ 076.3 მლნ კვტ.სთ–ს შეადგენს.

რაც შეეხება 2021 წელს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, აღნიშნულ რეგიონში, 2020 წელთან შედარებით ელ.ენერგიის მოხმარების 16%–იანი მატება (2 მლრდ 956.0 მლნ კვტ.სთ) დაფიქსირდა.

აფხაზეთის რეგიონის ელ.ენერგიით მომარაგებას "ენგურჰესი" უზრუნველყოფს, რომელიც 2021 წელს გვირაბის რეაბილიტაციის გამო რამდენიმე თვით გაჩერებული იყო, შედეგად აფხაზეთის დეფიციტის შესავსებად, რუსეთიდან 992.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელზე ანალიზი გასულ წელს ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა, რომლის თანახმად მოხმარების ზრდა სრულად კრიპტოვალუტების წარმოებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის ასევე, 4%–იან ზრდას ელოდება, თუმცა გასული წელი, 2020 წელთან შედარებით, 13%–იანი მატებით დასრულდა.