მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს რუსეთიდან საქართველოს საზღვარი 1,4 მლნ-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

63d8fa94b759f
ინგა მურუსიძე
31.01.23 16:05
664
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთიდან 1,459,546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთიდან გასული წლის სექტემბერში შემოვიდა.

სხვა თვეების განმავლობაში დინამიკა ასეთია:

იანვარი - 27 292
თებერვალი - 26 702
მარტი - 45 068
აპრილი - 48 797
მაისი - 69 772
ივნისი - 135 457
ივლისი - 236 734
აგვისტო - 260 810
სექტემბერი - 222 274
ოქტომბერი 133 640
ნოემბერი - 121 454
დეკემბერი - 131 546

რაც შეეხება შედარებას, მაჩვენებელი შევადარეთ 2019 წლის მონაცემებს, როცა არც პანდემია იყო და არც რუსეთ-უკრაინის ომი. 2019 წელს რუსეთიდან საქართველოში სულ 1,792,824 მოქალაქე შემოვიდა.

თვეების მიხედვით კი მონაცემები ასეთი იყო:

იანვარი - 83 307
თებერვალი - 81 573
მარტი - 116 761
აპრილი - 155 746
მაისი - 183 595
ივნისი - 212 971
ივლისი - 243 386
აგვისტო - 252 857
სექტემბერი - 163 316
ოქტომბერი - 133 577
ნოემბერი - 92 416
დეკემბერი - 99 268.