24.სექტემბერი .2021 18:00

2022 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი 2019 წელზე $650 მლნ-ით ნაკლები იქნება -TBC Capital

2022 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი 2019 წელზე $650 მლნ-ით ნაკლები იქნება -TBC Capital
views 344
უკან

TBC Capital-მა ახალი მაკრო-სექტორული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის დინამიკას აფასებს. ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის სექტორების უმეტესობა წელს ჯამურად 2019 წლის შედეგებს გადააჭარბებს. მაგრამ ტურიზმის სექტორი, ვერც 2021 და ვერც 2022 წლებში ვერ დაუბრუნდება იმ მაჩვენებლებს, რაც მას 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა.

2019 წელს საქართველომ 9 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა და ტურიზმიდან $3,26 მილიარდის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის 8 თვეში ჯამურად სექტორიდან შემოსავალმა $704 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან($2.26 მილიარდი) შედარებით 69%-ით ნაკლებია.

TBC Capital-ის წინა პროგნოზით, საქართველოს ტურიზმის შემოსავალი 2022 წელს 2019 წლის მაჩვენებლის 90%-ზე უნდა აღმდგარიყო და ის $2.94 მილიარდი უნდა გამხდარიყო, თუმცა განახლებული პროგნოზით, TBC Capital-მა ტურიზმის აღდგენის მოსალოდნელი მაჩვენებელი შემცირებულია და ის 2019 წელთან შედარებით არა 10%-ით, არამედ 20%-ით ნაკლები იქნება. შესაბამისად, მომდევნო წელს ქვეყანამ ტურიზმიდან სავარაუდოდ $2.61 მილიარდი უნდა მიიღოს, რაც 2019 წელთან შედარებით $654 მილიონით ნაკლები იქნება.

“ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37.5%-ით აღდგება 2021 წელს. 2021 წელს საშუალო დატვირთულობა 55%-ით აღდგება. საშუალო დღიური ფასი უფრო მეტად აღდგება 2021 წელს. აღსანიშნავია შიდა ტურიზმის წვლილი დატვირთულობის და საშუალო დღიური ფასის აღდგენაში. 2019 წელთან შედარებით, 2021 წლის I და II კვარტლებში, შიდა ტურისტების რაოდენობა 18% და 29%-ითაა გაზრდილი. 2019 წლის დონეს ინდუსტრია დატვირთულობითა და RevPAR-ით, 2023-ში მიუახლოვდება 2019 წლის დონეს.

მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია. შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ.

დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ძლიერად არის აღდგენილი ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე. მეოთხე ტალღამ ინდუსტრიის აღდგენის პროცესი შეანელა,”- ნათქვამია TBC Capital-ის მიმოხილვაში.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა