მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში 5.4 მლნ მოგზაურის ვიზიტი შედგა

63ce34b1a99d3
შოთა ტყეშელაშვილი
23.01.23 11:31
737
2022 წლის განმავლობაში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2021 წელთან შედარებით ტურიზმი 188%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველომ გასულ წელს ტურიზმიდან 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 

2022 წელს 2019 წელთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58% აღდგა.  

"2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია.

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია,"- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული დეტალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა რამდენი ვიზიტი განახორციელეს.