მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში 7.4 მლნ კვ/მ-ის ახალი სამშენებლო ნებართვები გაიცა - ლიდერია თბილისი

63d776f1ee9b3
მარიამ ვარადაშვილი
30.01.23 11:52
1016
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა. ჯამში გასულ წელს საქართველოში 10 822 ნებართვა გაიცა 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 77.2% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებით [52%] თბილისი და [10.5%] მცხეთა-მთიანეთი ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.



ამას გარდა, გასულ წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3%-ით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე კერძოდ, 36.6% თბილისზე, 11.8%- მცხეთა-მთიანეთზე, 11.2%-კახეთისა და 9.1%- იმერეთზე მოდის.