მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს შიდა ტურიზმის დანახარჯები 10%-ით 3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

643e77148cf87
მარიამ ვარადაშვილი
19.04.23 00:05
606
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს შიდა ვიზიტებმა 16.3 მლნ ვიზიტი შეადგინა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს, ხოლო პანდემიამდელ რაოდენობას 14.6%-ით აჭარბებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს მონაცემები მიუთითებს შიდა ვიზიტორების მხრიდან ტურისტულ აქტივობებზე გაზრდილი მოთხოვნის შენარჩუნებაზე, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბით.

მონახულებული რეგიონების მიხედვით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, მცხეთამთიანეთსა და შიდა ქართლში მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო თბილისსა და კახეთში გაიზარდა. მონახულებული რეგიონების მიხედვით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მცხეთამთიანეთსა და შიდა ქართლში მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო თბილისსა და კახეთში გაიზარდა.

2022 წელს შიდა ვიზიტებისას გათეული ღამეები საშუალოდ 1.9-ს შეადგენდა, რაც 10.6%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 5%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდეგ ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა დროებით გაიზარდა 2020-სა და 2021 წლებში

შიდა ვიზიტორების ხარჯებმა 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც აღემატება როგორც წინა წლის (9.8%-ით), ასევე 2019 წლის (61,7%-ით) მაჩვენებელს.

2022 წელს ხარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. მთლიან დანახარჯებში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა საყიდლების (32%), საკვების/სასმლის (23%) და ტრანსპორტის (21%) დანახარჯებმა.

კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯები ტრანსპორტის (75.5 მლნ ლარით), განთავსების (43.7 მლნ ლარით ) და საკვების/სასმლის (38 მლნ ლარით) კატეგორიებზე.

2022 წელს შიდა ვიზიტების განაწილება ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით წინა წლების მსგავსი იყო. ვიზიტების უმეტესობის (51%) მთავარი მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება, რასაც მოჰყვებოდა მეორე სახლის (მაგ., აგარაკის) მონახულება (12%) და საყიდლები (12%).