23.აგვისტო .2019 18:05

2022 წლამდე გერმანიაში მილიონი ელექტრომობილი იქნება

views 220
უკან

გერმანიის კანცლერი ვარაუდობს, რომ 2021-2022 წლებში გერმანიაში ელექტროავტომობილების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს. განცხადება ამასთან დაკავშირებით ანგელა მერკელმა ჰააგაში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენი ავტომობილების ინდუსტრია ამ ეტაპისთვის მთლიანად ჰიბრიდული მოდელებისა და ელექტრომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, რაც უფრო და უფრო მასშტაბური ხდება", - დასძინა კანცლერმა.

გერმანიის სატრანსპორტო ბიუროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 83,175 ელექტრომობილი და 341,411 ჰიბრიდული მანქანაა რეგისტრირებული.