მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ბესტსელერი წიგნები ცნობილია

64118ea819b6c
BM.GE
16.03.23 00:00
1685
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ჟურნალი Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2022 წელს გამოცემულ ბესტსელერ წიგნებს 6 ნომინაციაში:

• ქართველი ავტორის წიგნი (მხატვრული ლიტერატურა) - მეორე შანსი, ავტორი თინათინ ბერიძე, გამომცემლობა პალიტრა L;



• ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა) - ყველაფერი მთავრდება ჩვენით, ავტორი კოლინ ჰუვერი, მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე, გამომცემლობა პალიტრა L;


• ქართველი ავტორის საბავშვო წიგნი - მოკლე კატოს თავგადასავალი, ავტორი ზაირა არსენიშვილი, სულაკაურის გამომცემლობა;



• ქართველი ავტორის საყმაწვილო წიგნი - ჩუმად უნდა იჯდე, ავტორი თამარ გეგეშიძე, გამომცემლობა ინტელექტი;


• ქართულ ენაზე თარგმნილი საბავშვო წიგნი - დოგმენი, ახალი გმირობები, ავტორი დეივ პილკი, მთარგმნელი ნინო გოგალაძე, სულაკაურის გამომცემლობა


• დოკუმენტური პროზა - იკიგაი, ავტორი ფრანსესკ მირალესი, მთარგმნელი ანა ალბუთაშვილი, გამომცემლობა პალიტრა L.


ბესტსელერები წიგნის გამომცემლებისა და გამავრცელებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა. ასოციაცია გამარჯვებულ ავტორებსა და მთარგმნელებს სპეციალურ სერტიფიკატებს გადასცემს.