მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის და ეკონომიკის საჭიროებებს პასუხობს - კოვზანაძე

61b9fec296c9a
ინგა მურუსიძე
15.12.21 20:10
586
"2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პასუხობს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც ჩვენი ეკონომიკის და მოსახლეობის წინაშეა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძემ გამოწვევებად და საჭიროებებად რამდენიმე საკითხი დაასახელა: მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„პროექტი მოიცავს covid-19-თან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას, ასევე მაღალ ხარჯებს მოსახლეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით. გადადგმულია ნაბიჯები ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების კუთხით, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ვისურვებდი დეფიციტის მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა ფინანსთა სამინისტროს, რომ 2022 საბიუჯეტო წლის განმავლობაში წარმოშობილი რეზერვი მიმართონ დეფიციტის შემდგომი შემცირების მიმართულებით.

„ეს იქნება თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საქმეში, ფასების ზრდის შეჩერების კუთხით“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღევანდელ სესიაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელსაც ხვალ დაამტკიცებენ.