მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი არ ემსახურება ქვეყნის პოსტპანდემიურ გადაწყობას“ - მიხეილ კუკავა

6190d14abcba8
თათია კაკიაშვილი
14.11.21 16:20
827

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი არ ემსახურება ქვეყნის პოსტპანდემიურ გადაწყობას“, - ამის შესახებ PMCG-ის ეკონომისტმა მიხეილ კუკავამ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2020 წელთან შედარებით, ხარჯები მცირდება, 2022 წლის ბიუჯეტი მაინც არ არის ორიენტირებული საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც, ეკონომისტის შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ის, რომ 2019 წელთან შედარებით, მთლიანად სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები იზრდება, არ არის ის, რაც დაეხმარება ქვეყანას საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: იზრდება მოგების გადასახადიდან შემოსულობა თითქმის 200 მილიონი ლარით. სწორედ ამიტომ იზრდება ბოუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ეს არის რეფორმირებული მოგების გადასახადიდან შემოსავალი. ამდენად, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მოგების გადასახადის რეფორმა, რაც არსებითად გულისხმობდა მის შემცირებას რეინვესტირების შემთხვევაში, მუშაობს და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რა სჭირდება პოსტპანდემიურ ეკონომიკას“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

ცნობისთვის, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, პირველ ვერსიასთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილია. თვალში მოსახვედრია ძირითადად საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, ახალი ვალის აღება - მათ შორის, არსებული ძველი ვალის დასაფარავადაც. ასევე, მთავრობა ბიზნესისა და გადასახადების გადამხდელებისგან 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს ელოდება. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, პანდემიის პირობებში, არ ახლავს ინფორმაცია პესიმისტური და ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარების რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ.