მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ბოლომდე საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტი ექნება - თვალაბეიშვილი

61b727a120c74
ინგა მურუსიძე
13.12.21 15:11
736
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე საქართველოში ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდება, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. 

მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ - მოსმენაზე განაცხადა. აღსანიშნია, რომ სხდომაზე, რომელსაც დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, დეპუტატების სიმცირე იყო.

თემატური მოკვლევის დასკვნის მიღება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.

დავით თვალაბეიშვილის თქმით, დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულნი არიან გენერაციის სხვადასხვა პროექტის მოწინააღმდეგე ადამიანები და ე.წ. „მწვანე ორგანიზაციების“ წარმომადგენლები, რათა ის ფართო კონსესუსის შედეგად იქნას მიღებული.

„ახალი კანონის მიხედვით, მომავალი წლის ბოლომდე უნდა შევიმუშაოთ ენერგეტიკის პოლიტიკა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ამ ენერგეტიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება, ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარების გეგმა. აუცილებელია, რომ ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტი იყოს ყოვლისმომცველი, ეს იქნება დოკუმენტი, რომელზეც ყველა დაინტერესებული მხარისგან იქნება კონსენსუსი და ჩვენ ვფიქობთ, რომ მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი დამტკიცდება, მეტად გვეცოდინება საით მივდივართ და გაადვილდება განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ქვეყანაში.

არსებობს მოსახლეობის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, ცნობილია "მწვანე არასამთავრობოების" პოზიციები - ეს ხალხი ჩართულია დოკუმენტის საჯარო განხილვის პროცესში და ვფიქრობთ, მათი ჩართულობით მივიღებთ დოკუმენტებს, რომლითაც შევძლებთ უპრობლემოდ დავძრათ ეს პროექტები“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.