პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება რეაბილიტირებული.
„სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი, რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2308 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 - კერძო.